დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრაა. გავიარე ტრენინგის სრული კურსი ,. ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი გამოდგა. ისეთი პროგრამები შეგვასწავლა ქალბატონმა ქეთიმ რომლებიც ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში.ვისწავლეთ დრაივშ ი შესვლა და ატვირთვა, სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, მოსწავლის ბლოგის გაკეთება, ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე, დავიწყეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტის გამოყენებით და სხვა.
მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა. თითოეული პროექტის თემა იყო ძალიან აქტუალური ,განსხვავებული და მნიშვნელოვანი. მათ შორის ძალიან მომეწონა პროექტი ,, წიგნი და კომპიუტერი" , სადაც ძალიან კარგი კუთხით დაგვანახა პრეზენტატორმა ორივეს როლი მოზარდის სწორად განვითარებაზე. მუსიკალური პროექტი ,, ხალხური ფოლკლორი'' , რომელიც ჩემმა კოლეგამ თავისებური ხედვით გაშალა და ვფიქრობ აქტუალური და პრობლემაზე ორიენტირებულია.თითოეული ნამუშევარი იყო მნიშვნელოვანი.მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
ჩემი პროექტის თემა ,, ხალხური და პროფესიული მუსიკის ურთიერთკავშირი'', დავამუშავე, დავგეგმე., გავითვალისწინე როგორც კოლეგების , ასევე ტრენერის რჩევები და ავტვირთე ბლოგზე. ახალი სასწავლო წლიდან აუცილებლად განვახორციელებ კლასში.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და იმ თავმდაბლობისათვის რაც ამაღლებს ადამიანს.
No comments:
Post a Comment