Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

     
   დღევანდელი დღე ტრენინგის ბოლო შეხვედრაა. გავიარე ტრენინგის სრული კურსი ,. ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი გამოდგა. ისეთი პროგრამები შეგვასწავლა ქალბატონმა ქეთიმ რომლებიც ძალიან დამეხმარება ჩემს პედაგოგიურ მუშაობაში.ვისწავლეთ დრაივშ ი შესვლა და ატვირთვა, სარეკლამო ბუკლეტების დამზადება, მოსწავლის ბლოგის გაკეთება,  ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე,  დავიწყეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტის გამოყენებით და სხვა.
 მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების ზოგადი მიმოხილვა. თითოეული პროექტის თემა იყო ძალიან  აქტუალური ,განსხვავებული და მნიშვნელოვანი. მათ შორის ძალიან მომეწონა პროექტი ,, წიგნი და კომპიუტერი" , სადაც ძალიან კარგი კუთხით დაგვანახა პრეზენტატორმა ორივეს როლი მოზარდის სწორად განვითარებაზე. მუსიკალური პროექტი ,, ხალხური ფოლკლორი'' ,  რომელიც ჩემმა კოლეგამ თავისებური ხედვით გაშალა და ვფიქრობ აქტუალური და პრობლემაზე ორიენტირებულია.თითოეული ნამუშევარი იყო მნიშვნელოვანი.მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.
    ჩემი პროექტის თემა ,, ხალხური და პროფესიული მუსიკის ურთიერთკავშირი'', დავამუშავე,  დავგეგმე., გავითვალისწინე  როგორც კოლეგების , ასევე  ტრენერის რჩევები და ავტვირთე ბლოგზე. ახალი სასწავლო წლიდან აუცილებლად განვახორციელებ კლასში.
 
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთევან ცერაძეს ასეთი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და იმ თავმდაბლობისათვის რაც ამაღლებს ადამიანს.

Friday, July 13, 2018

ტრენინგის მერვე დღე

გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაციის ნიმუში. მოვაწესრიგეთ პირადი საქაღალდე და გადავიტანეთ დრაივზე, შემდეგ კი დრაივის მეშვეობით ავტვირთეთ ბლოგზე. სამუშაო დღე იყო ძალიან დატვირთული მაგრამ  ბევრის მომცემი.

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე.
გავაკეთეთ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის დავალებები.
დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

დავათვალიერეთ საავტორო უფლებები .გადავიმეორეთ განვლილი მასალა, გავხსენით სასწავლო  პროექტის გეგმა . დავათვალიერეთ  ჩვენი გაკვეთილის გეგმა და შევქმენით მოსწავლის პორთფოლიო. გავიხსენეთ სლაიდფონის  და ანიმაციების შექმნა.

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

განვიხილეთ საავტორო  უფლებების ფაილი. დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივეცით უკუკავშირი. შევქმენით მოსწავლის ბლოგი,ვისწავლეთ ფონების შეცვლა, სურათების ჩასმა. ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა მოსწავლის ბლოგში. შეხვედრა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავეთ გაკვეთილის გეგმაზე. დავიწყეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვით. პროექტის წერის დროს გამოვიყენეთ ეროვნული სტანდარტი.  ჩემთვის დღევანდელი დღე იყო ბევრის მომცემი.  გავიხსენე მეორე ეტაპზე ნასწავლი და დავამატეთ ახალი მასალა .ტრენერის ნებისყოფით და ენერგიულობით გაოცებული ვარ.

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მეორე დღე.

გამოვიკითხეთ და განვიხილეთ კოლეგების მიერ მომზადებული  საშინაო დავალება. გავეცანით პუბლიკაციის მოთხოვნას და გავაკეთეთ სარეკლამო ბუკლეტები საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოვათავსეთ პროექტის პორთფოლიოს დამხმარე საქაღალდეში. , ვისწავლეთ დრაივში ატვირთვა.